უკრაინელების 90%-მა განაცხადა, რომ მზად არიან ომის პირობებს 2-3 წელი გაუძლონ – ოლენა ზელენსკა

“უკრაინელეთ უმრავლესობამ, ეს იყო გამოკითხულთა 90%-ზე მეტი, უპასუხა, რომ მზად არიან გაუძლონ ამას ორი, სამი წელი, თუ დაინახავენ ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივას ევროკავშირში.”- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე : “წლევანდელი წელი უკიდურესად მტკივნეული იყო და ზამთარი შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს – გათიშვებით, შეფერხებებით – და ეს ყველაფერი მიმდინარე ომის ფონზე. რას გეუბნებიან უკრაინელები? ეშინიათ, რომ ეს ომი გაუთავებელი იქნება?”

ოლენა ზელენსკა პასუხობს: ”იცით, ამ თვეების განმავლობაში ჩვენ უკვე იმდენი განსაცდელი გვქონდა… იმდენი საშინელი სასამართლო პროცესი, იმდენი მსხვერპლი ვნახეთ, იმდენი ნგრევა, რომ სიმართლე გითხრათ, გათიშვა არ არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვცდილობთ ისეთი საქმეები რომელსაც სინათლე სჭირდება გავაკეთოთ მაშინ როდესაც ელექტროენერგია გვაქვს და არ გადავდო მოგვიანებით.

შემიძლია ჩემი შთაბეჭდილებების გაზიარება. ამას წინათ, ფაქტიურად გასულ კვირას, სოციოლოგიური გამოკითხვა დასრულდა – უკრაინელებს ჰკითხეს, კიდევ რამდენის ატანა შეუძლიათ ამ პირობებში: არც სინათლე, არც სითბო. ჩვენ ვიცით, რომ ზამთარი შეიძლება კიდევ ერთი გამოცდა იყოს ჩვენთვის. უკრაინელეთ უმრავლესობამ, ეს იყო გამოკითხულთა 90%-ზე მეტი, უპასუხა, რომ მზად არიან გაუძლონ ამას ორი, სამი წელი, თუ დაინახავენ ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივას ევროკავშირში. ამ ევროპულ ოჯახში უნდათ იყვნენ თანასწორნი. ჩვენ ვიცით რატომაც: გამარჯვებისთვის, საკუთარი თავის პატივისცემისთვის, იმის გამო, რომ ეს დემოკრატიული ოჯახი გველოდება – და ჩვენ გვინდა ვიყოთ მასში სხვებთან თანაბარი პირობებით. უკრაინელები მზად არიან გაუძლონ ამას. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ საკითხებს.” – ამბობს ოლენა ზელენსკა.