უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს! მითუმეტეს „აზოვი“ – “აზოვის” ყოფილი მეთაური

უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“, იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.

„ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს პასუხისმგებლობაა. ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, უნდა გაერთიანდეს და უკრაინა უნდა დაიცვას. ახლა მარიუპოლში უკრაინა მთელ მსოფლიოს იცავს. ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მესამე, გარე ქვეყნები და გახდნენ იმის გარანტი, რომ გამოყვანენ იქ მყოფ ადამიანებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ დავრწმუნდით, რომ რუსების სიტყვას ფასი არ აქვს. მათი პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს საჯაროდ მოიტყუოს და მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს. იმ ხალხის ბედი, რომელიც „აზოვსტალში“ იმყოფება, დამოკიდებულია არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროზე.
პუტინი და მთელი რუსეთი ოცნებობენ, რომ მარიუპოლი დაეცეს. მათ იარაღის დაყრისკენ და ჩაბარებისკენ უკვე სამჯერ მოუწოდეს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ უკრაინელები არ გვანან რუსებს. ჩვენ აბსოლუტურად განვსხვავდებით – უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“. ისინი არ ჩაბარდებიან რუსებს, ისინი მზად არიან, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი სიკვდილამდე იბრძოლონ, სანამ თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ექნებათ დარჩენილი. ისინი არ დანებდებიან“, – განაცხადა ჟორინმა.