ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავა და უკრაინელები ბრიტანული ტანკებით რამდენიმე კვირაში იბრძოლებენ.
ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული ეკიპაჟები, რომლებიც ბრიტანეთში წვრთნებზე გასულ კვირას ჩავიდნენ, რამდენიმე კვირაში უკრაინის დასაცავად Challenger 2-ის ტანკებს გამოიყენებენ.
სუნაკმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ასევე გაწვრთნის 10 000 უკრაინელ სამხედროს, მათ შორის პილოტებს და დააჩქარებს იარაღის მიწოდებას.