უკრაინელები დონეცკის ოლქში 750 მეტრით დაწინაურდნენ

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ტავრის მიმართულების წარმომადგენლის, ვალერი შერშენის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ სტარომაიორსკში 750 მეტრით დაწინაურება შეძლეს.

“შეტევითი მოქმედებების შედეგად უკრაინულ ჯარებს ნაკლები დანაკარგი აქვთ პერსონალსა და სამხედრო აღჭურვილობაში, საოკუპაციო არმიას კი მნიშვნელოვნად დიდი დანაკარგები,” – ამბობს შერშენი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებაზე ვითარება არ შეცვლილა. უკრაინელი დამცველები მიღწეულ პოზიციებზე დგანან და მტრის სამიზნეებს ურტყამენ.