აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ხედავს ნიშნებს იმისა, რომ უკრაინელები მეტად გადადიან შეტევაზე.
“ისინი თავს იცავენ ძალიან ჭკვიანურად, მოხერხებულად, კრეატიულად. ამასთან, ზოგიერთ ტერიტორიაზე, კონკრეტულად, სამხრეთით, ხერსონის მახლობლად ისინი ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობენ“. – თქვა თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა.