უკრაინელები სახლში ბრუნდებიან. ქვეყანაში შესულთა რაოდენობამ გამსვლელთა რიცხვს 2.5–ჯერ გადააჭარბა

ბოლო დღეღამის განმავლობაში უკრაინის დასავლეთ საზღვრები ევროკავშირთან და მოლდოვასთან დაახლოებით 84 ათასმა ადამიანმა და 20 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა და ქვეყანაში შევიდა.  ეს თითქმის 2.5–ჯერ მეტია, ვიდრე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით  22 ათასზე მეტი ადამიანი პოლონეთში გავიდა. დანარჩენებმა გადაკვეთეს სლოვაკეთის, უნგეთის, რუმინეთის და მოლდოვას საზღვარი.

უკრაინის სასაზღვრო უწყების ინფორმაციით 9 მაისიდან მოყოლებული უკრაინაში შემსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად გამსვლელთა რიცხვს აჭარბებს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით ფართომაშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან 13 მაისამდე უკრაინა დაახლოებით 6.1 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამავე დროს, 28 თებერვლიდან 13 მაისამდე უკრაინაში 1.6 მილიონი მოქალაქე დაბრუნდა.