პენტაგონის პრესსპიკერმა პეთ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები, ხერსონის რეგიონში გარკვეულ პროგრესს აღწევენ, ხოლო რუსეთის შენაერთები კი უკან იხევენ.
- ”ჩვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის არმიის ოპერაცია ხერსონის რეგიონში გარკვეული პროგრესით მიდის და ვიცით ისიც, რომ რუსეთის შენაერთები უკან იხევენ”, – თქვა რაიდერმა ბრიფინგზე.
ასევე, პენტაგონმა მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფს სამუშაოების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს.
- “მივესალმებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პირველ და უმნიშვნელოვანეს ვიზიტს რეგიონში. ჯერ არ ვიცით, როგორ წარიმართება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კვლავ გრძელდება პერიოდულად სარაკეტო შეტევები რეგიონში და მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უზრუნველყონ სადგურის უსაფრთხოება. რუსეთს კი მივმართავთ, რომ მისცეს საშუალება მისიას ჩავიდეს სადგურზე სამუშაოების შესასრულებლად. რაც შეეხება ოპერაციას, არ ვილაპარაკებ ბრძოლის შესახებ ტაქტიკურ დონეზე”.-განაცხადა პეთ რაიდერმა.