უკრაინელებმა ბახმუტთან, ანდრიივკას დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა  ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მდებარე ანდრიივკას დასახლებაში შევიდნენ და ახალ პოზიციებს იცავენ.

“ანდრიივკა ჩვენია. ჩვენ ვიცავთ პოზიციებს”, – ამბობს ანა მალიარი.

მალიარი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ფლანგზე რუსები ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ხოლო სამხრეთ ფლანგზე შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ.

ამ დროისთვის, ძირითადი ბრძოლები ანდრიევკას, კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას რაიონებში მიმდინარეობს.