უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა, გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად,ბახმუტის მიმართულებით კიდევ 2 კილომეტრი გაათავისუფლეს. ამ მიმართულებით შეტევის დროს, უკრაინის დამცველებმა, სერთო ჯამში, 37 კვ. კმ. ტერიტორიის დეოკუპაცია განახორციელეს.
“გასული კვირის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებით 2 კვ. კმ. გაათავისუფლეს. უკრაინელი სამხედროები წარმატებულ შეტევითი ოპერაციებს აწარმოებენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით რაიონებში”, – განაცხადა ანა მალიარმა.