დონეცკის ოლქის სოფელ იამპილის მიდამოებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მედესანტეებმა გაანადგურეს ოკუპანტების სპეცდანიშნულების რაზმი ციმბირიდან.
კერძოდ, ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მთავარი განყოფილების 24-ე სპეციალური ბრიგადის ჯარისკაცები და მათი ტექნიკა.
“აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მედესანტეები ამ მიმართულებით წარმატებით აგრძელებენ ბრძოლას, მუდმივად ანადგურებენ რუს ოკუპანტებს და მათ ჯავშანტექნიკას.
ერთად გამარჯვებამდე!”,- წერს უკრაინის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების სარდლობა.