ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ დღეს, 13 ივნისს, უკრაინულმა არმიამ ერთდროულად მიიტანა სარაკეტო/საარტილერიო/საავიაციო დაბომბვები რუსულ სამხედრო ობიექტზე ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების სხვადასხვა ლოკაციებზე.
”13 აგვისტოს, უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა შესაძლოა ითქვას ომის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საარტილერიო/სარაკეტო/საავიაციო დაბომბვები განახორციელა სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე.
აღსანიშნავია რომ ეს დაბომბვები განხორციელდა დროის მცირე ინტერვალში რაც მიუთითებს იმას რომ უკრაინულმა არმიამ ერთდროულად მიიტანა სარაკეტო/საარტილერიო/საავიაციო დაბომბვები რუსულ სამხედრო ობიექტზე ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების სხვადასხვა ლოკაციებზე, კერძოდ:
- ნოვოტროიცკი – 140 კილომეტრი ფრონტის ხაზდიდან.
- ნიჟნი სიროგოზი – 90 კილომეტრი ფრონტის ხაზიდან.
- ველიკაია ბლაგოვეშჩენკა – 65 კმ ფრონტის ხაზიდან,
- ჩაპლინკა – 110 კმ ფრონტის ხაზიდან
- ჩკალოვი – 125 კმ ფრონტის ხაზიდან.
- ნოავა კახოვკა – 50 კმ ფრონტის ხაზიდან.
- მელიტოპოლი – 80 კმ ფრონტის ხაზიდან.
ამ მასშტაბის დაბომბევებს შეუძლია რუსული ლოჯისტიკური მომარაგების გზების პარალიზება გამოიწვიოს გარკვეული პერიოდამდე(სანამ საბრძოლო მასალებისა და ჯავშანტექნიკის მომარგებას არ აღადგენენ), რასაც შესაძლოა ოკუპანტების შეტევითი პოტენციალის მნიშვნელოვნად დაქვეითება მოჰყვეს სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე.
უკრაინული არმიის დაბომბვების მიზანი არის როგორც რუსული საბრძოლო მასალებისა და ლოჯისტიკური კვანძების გამადგურება, ასევე საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ჩახშობა, რასაც მოჰყვება უკრაინული ავიციის უფრო მეტად გააქტიურება, გავრცელებული ინფრომაციით გარკვეულ მიმართულებებზე დაბომბვების ინტენსივობიდან გამომდიმარე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები შესაბამის რეაგირებას ვერ ახდენდა რაც სასვებით შესაძლებელია რადგან ისრაელის რკინის გუმბათიც კი გამოდის მწყობრიდან ხანდხან ინტენსიური სარაკეტო დაბმობვების დროს…”- აცხადებს რუსლან შავაძე.