უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა, ზაპოროჟიეში ერთი SU-25 ჩამოაგდეს, მეორე კი დააზიანეს. ამის შესახებ СБУ-ს პრესცენტრმა 15 ივლისს განაცხადა.
“ორეხოვისა და სტეფნოეს დასახლებების მიდამოებში, მტერი ცდილობდა უკრაინის პოზიციებზე ორი SU-25-ით შეტევას. მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მტრის თვითმფრინავებს გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემებით ესროლეს, შედეგად ერთი SU-25 ჩამოვარდა, მეორეს რაკეტა მოხვდა და დაზიანდა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.