უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს, ირანული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელსაც რუსეთი ქვეყნის აღმოსავლეთში ბრძოლის ველზე იყენებდა. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის სამხედრო სტრატეგიული კომუნიკაციის დირექტორატი ავრცელებს.
- “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული თავდასხმის დრონი კუპიანსკის მახლობლად. ვ დრონის ფრთის ელემენტების გარეგნობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი. ეს არის შორ დისტანციაზე მოქმედი კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136”, – ნათქვამია განცხადებაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა CNN-თან განაცხადეს, რომ რუსეთს ირანული უპილოტო თვითმფრინავები აქვს, რომლებსაც სავარაუდოდ, უკრაინაში გამოიყენებდნენ.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა ირანში უპილოტო თვითმფრინავების შესწავლა გასული თვის ბოლოს დაიწყეს, აშშ ახლა თვლის, რომ რუსეთმა ოფიციალურად შეიძინა Mohajer-6 და შაჰედის სერიის დრონები – Shahed-129 და Shahed-191.