უკრაინელებმა კადიროველების ვიცე–პოლკოვნიკი მოკლეს

31 მაისს კამიშევახის რაიონში  ბრძოლების დროს უკრაინულმა არტილერიამ ვიცე–პოლკოვნიკი ზაური დიმაევი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს.

ზაურ დიმაევი კადიროვის სახელობის სპეცდანიშნულების პოლკის 4–ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო. УАЗ–ის ტიპის მანქანა “პატრიოტი“ საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა და მანქანაში მყოფ დიმაევთან ერთად მისი მძღოლიც გარდაიცვალა. გარდა ამისა, დაიჭრა 4 კადიროველი.

უკრაინაში რამდენიმე კამიშევახა არსებობს – ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რომელ მათგანში მოხდა ეს ამბავი. უფრო სარწმუნო ვარიანტად ლუგანსკის ოლქი განიხილება, რადგან ზაპოროჟიეს ოლქის კამიშევახა რუსების მიერ ოკუპირებული არ არის.