უკრაინელებმა, კიდევ ერთი Cy-34-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი Telegram-არხზე ავრცელებს.

  • “მინუს კიდევ ერთი Cy-34 აღმოსავლეთის მიმართულებით.გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტებისთვის თავის არიდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება!ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ ყოველი ფრენის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლობლები მოინახულონ, რადგან ვინ იცის, ამჯერად გაუმართლებთ თუ არა”. – დაწერა ოლეშჩუკმა.