ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები, რომლებმაც შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაიწიეს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კურსკის ოლქშ უკრაინის წინსვლის ამჟამად დადასტურებული მასშტაბები და მდებარეობა მიუთითებს, რომ სამხედროებმა გაარღვიეს სულ მცირე რუსეთის თავდაცვის ორი ხაზი და ერთი საყრდენი პუნქტი.
“რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ იპოვონ ბალანსი უკრაინის მხრიდან ამ ძალისხმევის თვალსაჩინო ესკალაციად წარმოჩენას, მათი პოტენციური შედეგების გაზვიადების თავიდან აცილებასა და შიდა უკმაყოფილების საფრთხეს შორის”, – აღნიშნავენ ექსპერტები.
6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინის ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზეა შესული.
ამასტანავე, აღსანიშნავია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა 7 აგვისტოს შეაფასა, რომ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები პიკს მიაღწევს ერთნახევარ-ორ თვეში, რაც ზოგადად ემთხვევა ISW-ის შეფასებას რუსეთის ამჟამინდელი შეტევითი შესაძლებლობების შესახებ.