უკრაინელებმა, კურსკში, რუსული ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოაგდეს

უკრაინელებმა, კურსკში, რუსული Су-34 ჩამოაგდეს – შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“დღეს, ღამით კურსკის ოლქის ტერიტორიაზე საბრძოლო დავალებების შესრულების დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარაკეტო ჯარების ძალისხმევითა და საშალებებით განადგურებულ იქნა რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი Су-34.” – ამბობენ უკრაინის გენშტაბში.