უკრაინელებმა ლისიჩანსკიდან სტრატეგიულად უკან დაიხიეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, ის, რომ რუსებმა ლისიჩანსკი დაიკავეს, ნიშნავს, რომ რუსეთი, ფაქტობრივად მთლიანად აკონტროლებს ლუჰანსკის რეგიონს.   რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ლისიჩანსკის აღება ლუგანსკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის გავრცელების საშუალებას აძლევს, რაც ომის მთავარ მიზანს- დონბასის “გათავისუფლებას” უკავშირდება.

ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ თავიანთი პოზიციები და ხაზები დაეტოვებინათ”.  – განაცხადეს მათ.

ომის წინა ფაზებისგან განსხვავებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, მოახდინა გონივრული, ეფექტური კოორდინაცია სულ მცირე, ორ სამხედრო ჯგუფს შორის, კერძოდ, ცენტრალურ ჯგუფსა და სამხრეთ დაჯუფებებს შორის. ცენტრალურ დანაყოფს, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი მეთაურობს, სამხრეთ დაჯგუფებას – ახლადდანიშნული სერგეი სუროვიკინი

უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დანაკარგის გარეშე, სტრატეგიულად უკან დაიხიეს, თავიანთი გეგმის შესაბამისად. უკრაინული ძალები  განლაგებულები იყვნენ სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის ტერიტორიაზე. რუსებს ამ ადგილისთვის სამი მხრიდან შეტევა შეეძლოთ. 

არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინული ძალები დაბრუნდნენ ისეთ ტერიტორიაზე, რომლის დაცვაც შესაძლებელი იქნება. 

დონბასისთვის ბრძოლა ხასიათდება წინსვლის ნელი ტემპით და რუსეთის მიერ არტილერიის მასიური გამოყენებით. სავარაუდოდ, დონბასისთვის ბრძოლა იმავენაირად გაგრძელდება“.

“. – წერია ანგარიშში.