უკრაინელებმა ლუგანსკში რუსული Mi-24 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ინფორმაციით, ლუგანსკის რაიონში, უკრაინელმა დამცველებმა რუსული Mi-24 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

  • „დღეს, 12 მაისს, ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 81-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის საზენიტო მსროლელმა იპოვა მტრის ოთხი ვერტმფრენის ჯგუფი და ჩამოაგდო ერთ-ერთი მათგანი Stinger-ით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.