უკრაინელებმა მელიტოპოლში რუსების კიდევ ერთი სამხედო ბაზა გაანადგურეს

მელიტოპოლში კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიწვა. ქალაქის მეთაურის  ინფორმაციით სწორედ აქ გადაიტანეს რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი სამხედრ ტექნიკა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ერთი კვირის წინ მელიტოპოლის აერდრომთან რუსების ბაზაზე დამანგრეველი დარტყმა მიიტანეს.

ქალაქის მერი, ივან ფედოროვი აღნიშნავს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით იწვის საგანგებო სიტუაციების სამხედრო ნაწილის ბაზა სოფელ მირნოეში.

“სწორედ აქ გადაიტანეს რაშისტებმა სამხედრო ტექნიკა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ უკრაინელებმა მელიტოპოლის აეროპორტთან მათი ბაზა გაანადგურეს.“– წერს ფედოროვი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ მირნოეს მაცხოვრებლებმა დაახლოებით 25 აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს შავი კვამლი, რომელიც ოკუპანტების ბაზის მხრიდან ამოვიდა.