პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინელებმა ოკუპანტებისგან 1000-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.ტიმოშენკოს თქმით, ოკუპანტებისგან თავისუფალია 1023 დასახლებული პუნქტი, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კი აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
- “რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება. ახლა დეოკუპირებულია 1023 დასახლებული პუნქტი”, – განაცხადა ტიმოშენკომ