უკრაინელებმა ოკუპანტები ხუთი მიმართულებით მოიგერიეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ უკრაინელებმა ოკუპანტები ხუთი მიმართულებით მოიგერიეს.

„ხარკოვის მიმართულებით მტერმა ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა პრუდიანკას, დემენტიევკას, რუსკაია ლოზოვაიას, პეტროვკას, სტარი სალტოვის, პიტომნიკის, სოსნოვკასა და ველიკიე პროხოდის დასახლებების ტერიტორიები.

მტერმა შეტევა განახორციელა უდას დასახლების ტერიტორიაზე ტაქტიკური ვითარების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ უკან დაიხია“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერი ბოგოროდიჩნის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დაზვერვის ჩატარებას ცდილობდა, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა რუსული ძალების საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას შნურკოვის მიმართულებით, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და უკან დაიხიეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

ასევე უწყების ცნობით,

ავდიივკას მიმართულებით რუსებმა რამდენიმე დასახლების ტერიტორია დაბომბეს და შეტევითი ბრძოლები ჩაატარეს მარინკასა და ნოვომიხაილოვკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს.

„იუჟნობუჟსკის მიმართულებით, მტერმა დაბომბა ალექსანდროვკას, სტეპნაია დოლინას, ლიმანის, ბლაგოდატნოეს, მირნოეს, კოტლიაროვოს, შევჩენკოვოს, ნოვონიკოლაევკას, პერვომაისკოეს, პარტიზანსკოეს, შიროკოეს, კრასნაია დოლინას, მურახოვკას, ლოზოვოეს, ზელენოდოლსკის, ოლგინოსა და დობრიანკას დასახლებები. მოწინააღმდეგემ შეტევითი ბრძოლები განახორციელა პოტიომკინის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია“, – აცხადებენ გენშტაბში.