უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას დასახლებასთან, ასევე დონბასში სპორნოეს, როზდოლოვკას, ვესელოეს, ბახმუტის, კლიშჩიივკას, მაიორსკის, ვოდიანოეს, ნეველსკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და პრეჩისტოვკას დასახლებების მიდამოებში.