უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 24 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს.
“ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში უკრაინაზე, გამოყენებულ იქნა შაჰედის ტიპის 28 დრონი. საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია 24 უპილოტო საფრენი აპარატი”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
დრონები გაშვებული იყო რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის ოლქებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან. ერთ-ერთი დრონი კიევში, საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, არიან დაშავებულები.