უკრაინელებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩაყვანილი ჯგუფი გაანადგურეს – Unian

UNIAN-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან ოკუპანტების ჯგუფი გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს ის ჯგუფია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ოკუპირებული აფხაზეთის ჩავიდა.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით უკრაინაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2 ათასი სამხედრო ჩავიდა.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკიდან ჩასული რუსი სამხედროების განადგურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ოპერატიულ–ტაქტიკური ხელმძღვანელობა “ვასტოკიც“.

“რუსეთის ფაშისტური რეჟიმის ადეპტების მორიგი პარტია შეუერთდა “ჯოჯოხეთური გართობის“ 17 ათასიან რიგს. ნუ ღელავთ, ყველა ოკუპანტი მიიღებს თავის ფასდაკლების კუპონს უკრაინის სამხედრო ძალებისგან. მითუმეტეს, რომ იქ უკე გელიან კადიროველები, ყირიმელი მოღალატეები და ბევრი სხვა“– ამბობს “ვასტოკის“ ხელმძღვანელობა.