უკრაინელებმა, რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 22 დრონიდან 17 განაადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გუშინ ღამით რუსებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 22 დრონით შეუტიეს, მათგან კი უკრაინელებმა 17 გაანადგურეს.

“უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, გრძელდება შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, ვანადგურებთ მტერს, ეტაპობრივად ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვიცავთ მიღწეულ საზღვრებს”. – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.