უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთის არმიის მიერ გაშვებული 18 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 17 ჩამოაგდეს.
დრონები ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსებმა რაკეტები რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ტერიტორიიდან გაუშვეს, დრონები კი – ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან.
გარდა ამისა, საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის არმიამ ღამით დნეპროპეტროვსკის რაიონს ორი “ისკანდერ-მ” ტიპის ბალისტიკური რაკეტით დარტყა. დნეპროპეტროვსკის ოლქში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ნიკოპოლში დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტი, ცხრასართულიანი შენობა და 3 კერძო სახლი, ასევე, დრონით დარტყმა იყო ავტობუსზე, დაშავდა 4 ადამიანი.