უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსული სუ-25 პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემით.
მისი ცნობით, ოკუპანტების თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მე-80 ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცებმა გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსების 204 თვითმფრინავი და 169 ვერტმფრენი.