ბიბისი წერს, რომ ანონიმურმა წყარომ პენტაგონიდან უკრაინში ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე მიაწოდა. წყარო პენტაგონის რეგულარულ ანონიმურ ბრიფინგებზე დაყრდნობით ბიბისის ეუბნება, რომ ფრონტზე სიტუაცია მნიშვნელოვნად იცვლება:
- პენტაგონში თანდათან უკვე ხედავენ უკრაინელების უნარს და მზადყოფნას დაიბრუნონ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები. ამასთან დაკავშირებით მოხსენიებულია ბრძოლები იზიუმის რაიონში ხარკოვთან და ხერსონის გათავისუფლების მცდელობები.
- რუსებს უკვე იმ ძალების და ტექნიკის 90%–ზე ნაკლები დარჩათ, რომლებიც შეჭრის წინ ქონდათ მობილიზებული. ამასთან, რუსეთის არმიას ზურგის მომარაგებაში კვლავ პრობლემები აქვს.
- რუსე სამხედროებს შორის არის გაყინის შემთხვევები, ვინაიდან მათ შესაბამისი ეკიპირება არ გააჩნიათ.
- რუსების ნაწილების შესაძლო გამაგრებებთან დაკავშირებით პენტაგონში უფრო რეალურად მიაჩნიათ ის ვარიანტი, რომ ტაქტიკურ ბატალიონებს და ჯგუფებს უკრაინის ფრონტზე პირველ რიგში სხვა ქვეყნებიდან გადაისვრიან, შემდეგ კი უკვე რუსეთის სხვა რეგიონებიდან.
- პენტაგონი ბოლო კვირას ხედავდა “აშკარა მტკიცებულებებს“, რომ რუსეთის არმია წინასწარგანზრახვით და გაცნობიერებულად უმიზნებდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. არსებობს სხვა ქმედებების ნიშნები, რომლებიც ომის დანაშაულად კვალიფიცირდება. ამერიკელი სამხედროები ასეთი ფაქტების გამოძიებებში მონაწილეობენ (ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულს უკრაინაში სახელმწიფო დეპარტამენტი იძიებს).
- აზოვის ზღვაში შვიდი რუსული სამხედრო ხომალდია. დიდი ალბათობით სწორედ ისინი ბომბავდნენ მარიუპოლს.
- შავ ზღვაში კვლავ რჩება 21 რუსული სამხედრო ხომალდი.