უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 21 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაშვებული 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 34 ჩამოაგდეს.
რუსებმა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები სამი მიმართულებდან გაუშვეს : ოკუპირებული ყირიმიდან, და რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკო–ახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქებიდან.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების ტაქტიკური ავიაცია, საზენიტო სარაკეტო დანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში.