უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს.
„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 21 დრონი გაუშვეს.