F 16 -ებისთვის ველის მოსუფთავების მიზნით, უკრაინელებმა გასულ ღამეს, ოკუპირებულ ყირიმში, რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთი დივიზიონი S-400 და ორი დივიზიონი S-300, ATACAMS-ის ტიპის რაკეტებით, გაანადგურეს.
რუსი ოკუპანტები, თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ და იტყობინებიან, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა სულ მცირე ATACMS -ის 12 რაკეტა
“ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში წარმატებით მიიტანეს ოკუპანტთა С-400 ტიპის ერთ საზენიტო რაკეტაზე ჯანკოის რაიონში და ასევე მტრის С-300 ტიპის ორ საზენიტო რაკეტაზე ჩერნომორსკოესა და ევპატორიასთან”. – წერია გენშტაბის განცხადებაში.
რუსულმა მხარემ ვერცერთი გაშვებული რაკეტა ვერ ჩამოაგდო.