უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ 24 დეკემბრის საღამოს რუსული “სუ-30” ჩამოაგდეს. უწყების თქმით, განადგურებულია “სუ-34”-იც, რომელიც მარიუპოლს უტევდა.
“უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 2 გამანადგურებელი: “სუ-34” და “სუ-30,” – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.