Українська правда-ს წყარო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან (СБУ) უყვება, რომ СБУ-მ ხმელთაშუაზღვის ნეიტრალურ წყლებში მდებარე რუსულ ნავთობტანკერზე საჰაერო დრონებით იერიში მიიტანა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინამ რუსულ სამიზნეს ხმელთაშუა ზღვაში დაარტყა.რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი QENDIL უკრაინის ტერიტორიიდან 2 000 კილომეტრზე შორს მდებარეობდა. რუსულ გემს არ გადაჰქონდა არანაირი ტვირთი, შესაბამისად, ეს შეტევა რეგიონში ეკოლოგიურ ვითარებას არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა.















