უკრაინელებმა რუსულ ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს

დღეს, 31 დეკემბრის დილას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანა.

რუსული მედიის ცნობით, სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოს მოსახლეებმა არაერთი აფეთქების ხმა გაიგეს, შემდგომში კი, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია დაადასტურა სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა.

„წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად, მოხდა საწვავის დაღვრა და საწვავის და საპოხი მასალების აალება” – აცხადებს სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი ვასილი ანოხინი.