უკრაინელებმა სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე სამიზნეს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაცია, აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 11 ნოემბრის ანგარიშში.
ეს მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ ობიექტზე თავდასხმის უკვე მეშვიდე შემთხვევაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათ გასულ ღამეს საერთო ჯამში 37 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის, რვა – სარატოვის ოლქში. სარატოვის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა, Telegram-ზე დაწერა, რომ დრონებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანეს, თუმცა არ დაუზუსტებია, უშუალოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მოხვდა თუ არა დარტყმები.
სარატოვის ქარხანა აწარმოებს ნავთობპროდუქტების 20-ზე მეტ სახეობას – მათ შორის ბენზინს, დიზელს, საწვავ ზეთსა და ბიტუმს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 2023 წელს საწარმომ 4.8 მილიონ ტონა ნავთობი გადაამუშავა.სარატოვი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია, რომელიც ყაზახეთის საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრში და უკრაინის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს.














