უკრაინელებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს მაგრამ რუსი სამხედროები  აღმოსავლეთ ოლქების ოკუპაციას განაგრძობენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.

“ოკუპანტებმა პოპასნას სამხრეთით ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს თუმცა გასულ კვირაში მათი პროგრესი შეჩერდა.იზიუმთან ძლიერი დაბომბვის შედეგად, ვარაუდობენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ ღერძზე განახლებული შეტევებისთვის ემზადება. რუსეთს, დიდი ალბათობით, აღნიშნულ მიმართულებებზე წინსვლის მიღწევა სურს, რათა თავისი ტაქტიკური მიღწევები ოპერაციულ წარმატებად აქციოს და მიაღწიოს თავის პოლიტიკურ მიზანს – სრულად გააკონტროლოს დონეცკის ოლქი”. – წერია ანგარიშში.