უკრაინელებმა, ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა

უკრაინელებმა  ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა და მილიონობით დოლარის ოდენობის სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურა. 

განადგურებულია რუსული შორი რადიუსის საჰაერო რადარი Nebo-SVU, ასევე 92N6-ის რადარი, რომელიც S-400-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შემადგენელი კომპონენტია. ასევე, დაზიანებულია  პანცირის ანტისარაკეტო სისტემა და MiG-31 გამანადგურებელი.

გრძელდება ანექსირებულ ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანის გეგმა.