უკრაინელებმა გუშინ გვიან ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ “საკის” დაარტყეს. შესაბამისო ინფორმაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დარტყმის შედეგები ზუსტდება.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი დაფარული იყო „თანამედროვე“ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ ვერ დაიცვეს რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი”, – აცხადებს უკრაინული მხარე.