უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინელებმა 32-ვე დრონი გაანადგურეს.

დრონები მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რაიონებში ჩამოაგდეს.

თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.

“მადლობა 100%-იანი შედეგისთვის!”, – დაწერა საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა სოციალურ ქსელში.