უკრაინელებმა ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

ხერსონის ოლქის გუბერნატორის, გენადი ლაგუტი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ, გუბერნატორმა, ბრიფინგზე განაცხადა. ასევე მან დასძინა რომ “სადაც შესაძლებელია, იქ მშვიდობიანი ცხოვრება ბრუდება,სახელმწიფო ორგანოებმა მუშაობა გაანახლეს.

“მთავარი საომარი მოქმედებები დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის საზღვრებთან მიმდინარეობს. დნეპროპეტროვსკის რეგიონის მხარეს, ჩვენ უკვე 20-მდე დასახლება სამ ტერიტორიულ თემში გავათავისუფლეთ – ვისოკოპილსკა, ნოვოვორონცოვსკაია და კოჩუბეევსკაია. დიდება ჩვენს მამაც შეიარაღებულ ძალებს! “. – თქვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.