უკრაინელებმა ხერსონში 2 რუსი გენერალი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რუსი გენერალი ხერსონის ოლქის სოფელ სტარაია ზბურევკაში მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა დაბომბეს რუსული ჯარის პოზიციები არტილერიიდან, რის შედეგად რუსებმა სტარაია ზბურევკაში დიდი დანაკარგები ნახეს. “ათობით მოკლული და დაჭრილი. დაღუპულებს შორის არის ორი გენერალი: ერთი თავად არმიიდან, მეორე “ფეესბე“–დან. თანაც, ფეესბეს გენერალი ხერსონის ოლში რეფერენდუმის ორგანიზებაზე იყო პასუხისმგებელი. ვიტყოდი, რომ ძალიან მავნებელია ხერსონის ოლქში რეფერენდუმების ორგანიზება“–თქვა არესტოვიჩმა.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ უკრაინელმა არტილერისტებმა ხერსონის ოლქში  დაბომბეს რუსული საბრძოლო მასალის საწყობები სოფლებში დმიტროვკა და ჩარივნე. დეტონაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სოფელ ჩკალოვკაში კი პირველად დაფიქსირდა არაბი დაქირავებული მებრძოლი, სავარაუდოდ სირიიდან.

“უკრაინული არტილერიის ზუსტი დამიზნება, 200–ზე მეტი მოკლული, ექსპრეს–ტური უკრაინაში დიდებული აღმოჩნდა“– თქვა არესტოვიჩმა.