უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს და 50-მდე რუსი ოფიცერი გაანადგურეს.
- “სასიხარულო ამბებიდან: დავბომბეთ რუსეთის არმიის მოწინავე სამეთაურო შტაბი ხერსონის ოლქში, სადაც დაახლოებით 50 რუსი ოფიცერი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია, თუმცა ძლიერი აფეთქება იყო”, – ამბობს არესტოვიჩი.