უკრაინელებმა ხერსონში 8 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინულმა ძალებმა ხერსონში კიდევ 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.

სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ აღნიშნა, რომ დეტალურად დაგეგმილი და ბრწყინვალედ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ოკუპაციისგან გათავისუფლებულია ბერისლავის რაიონის დასახლებული პუნქტები: ლუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტა-ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ-ბროდი და დიდი და პატარა ალექსანდროვკა.

“საგულდაგულოდ დაგეგმილი და ბრწყინვალედ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად გავათავისუფლეთ და აღვმართეთ უკრაინის სახელმწიფო დროშები ბერისლავის ოლქის რვა დასახლებაში”- ნათქვამია განცხადებაში.