უკრაინელებმა HIMARS-ის დახმარებით 50 რუსული საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს – რეზნიკოვი

”უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ის სარაკეტო სისტემების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს” –  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

  • „ეს წყვეტს მათი (რუსული) მომარაგების ქსელს და ართმევს შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები და დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები მძიმე საარტილერიო ცეცხლით,“ – განაცხადა რეზნიკოვმა.