უკრაინელი აქტივისტები დღეს 20:00 საათზე, პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებაა.
”ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.
მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას.
თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები.” – ნათქვამია განცხადებაში.