რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ “უკრაინელი ნაციონალისტები და უცხოელი დაქირავებულები” საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევენ.
„სპეციალური ოპერაციის მსვლელობისას გამოვლინდა უკრაინის ნეონაცისტური ფორმირებებისა და უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები. ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე, ადამიანების, მათ შორის ბავშვების ფარად გამოყენებასა და სხვა დანაშაულებებზე“, – განაცხადა პუტინმა.
მისი აზრით, „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ უხეში პროვოკაციები, მათ შორის უცხოური მედიისა და სოციალური ქსელების რესურსების გამოყენება, ასევე მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას, ამასთან, აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნებისმიერი დანაშაულის მტკიცედ აღკვეთა“.
პუტინმა გასცა ბრძანება, შეაგროვონ მტკიცებულებები :უკრაინაში ნეონაცისტების და მათი თანამზრახველების” ყველა დანაშაულის შესახებ 2014 წლის “გადატრიალების” შემდეგ.