უკრაინელი სუ-25-ის პილოტი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით უკრაინელი მფრინავი რომან ვასილიუკი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

ვიცე-პოლკოვნიკი რომან ვასილიუკი, რომელიც სუ-25-ის პილოტია, 14 მარტს, საბრძოლო დავალების შესრულებისას მტრის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო დონეცკის ოლქში, ვოლნოვახაში. მან შეძლო კატაპულტირება, მაგრამ ოკუპანტებმა დაჭრეს და ტყვედ აიყვანეს.

“ბევრი დაკითხვა გაიარა რუსეთის სპეცსამსახურებში. გათავისუფლებამდე ის დონეცკის რეგიონალურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. 24 აპრილს დაბრუნდა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გათავისუფლებისთანავე უკრაინელი პილოტი თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ხელძღვანელს, კირილ ბუდანოვს და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს შეხვდა.

რომან ვასილიუკი ამჟამად გადის სათანადო სამედიცინო დახმარებას და შეხვდა ოჯახს. დარწმუნებულია, რომ ერთ თვეში სრულად გამოჯანმრთელდება: „დიდხანს არ ვაპირებ საავადმყოფოში დარჩენას. მინდა, ერთ თვეში დავბრუნდე სამსახურში და ვიბრძოლო ოკუპანტებისგან ჩვენი ქვეყნის სრული განთავისუფლებისთვის“,– აცხადებს უწყება.