ტელეგრამ არხებზე გამოჩნდა უკრაინის გენშტაბის გააყალბებული დოკუმენტის ფოტო, რომელშიც საუბარია 18–60 წლის უკრაინელი ქალების სავალდებულო მობილიზაციის აუცილებლობის შესახებ.
უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს დეზინფრმაციასთან ბრძოლის ცენტრის ინფორმაციით ეს არის ფეიკი და სინამდვილეში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ქალთა სავალდებულო გაწვევა არ ხდება.
უწყების ინფორმაცით, პრორუსულ ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნდა დოკუმენტის ფოტო, გენშტაბის უფროსის, სერგეი შაპტალის ხელმოწერით, რომელშიც საუბარია, რომ სამხედრო კომისარიატებმა უნდა მოამზადონ ქალების სია, ვინც უკვე არის სამხედრო აღრიცხვაზე და მათი მობილიზაცია15 ივნისამდე მოახერხონ. გარდა ამისა, “დოკუმენტში“ მითითებულია, რომ 31 ივნისამდე კომპლექტაციის ცენტრებმა აღრიცხვაზე უნდა აიყვანოონ 18–60 წლის ქალები.
“ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, თავად დოკუმენტი კი ფეიკია“– აცხადებს ცენტრი.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად ნამდვილად არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ უკრაინელი ქალები ჯარში გაიწვიონ, ფეიკ ინფორმაცია კი “შიდა მომხმარებელზეა“ გათვლილი, რომ უკრაინის რიგ რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.