უკრაინელი ჯარისკაცის ცოლს გული გაუჩერდა, როცა ქმრის გარდაცვალების შესახებ შეიტყო

ხმელნიცკის რეგიონის კამენეც-პოლსკის რაიონში ორმაგი ტრაგედია მოხდა: სამხედრო მოსამსახურის მეუღლეს, რომელმაცსაყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, გული გაუჩერდა. ახალგაზრდა ქალი ინფარქტით გარდაიცვალა. ორი ბავშვი კი  მშობლების გარეშე დარჩა. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კამენეც-პოდოლსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა მიხაილ სიმაშკევიჩმა დაწერა.

ის წერს, რომ  22 დეკემბერს ცნობილი გახდა კამენეჩჩინას უკრაინელი მცველის ანდრი ტვერდოხლების გარდაცვალების შესახებ. მეორე დღეს, 23 დეკემბერს, მისი მეუღლე მარინა ტვერდოხლები გარდაიცვალა.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი გმირის, ანდრეი ტვერდოხლების გარდაცვალების შესახებ. დღეს კი ცნობილი გახდა მისი მეუღლის, მარინა ტვერდოხლების გარდაცვალების შესახებ, რომლის გულმა ვერ გაუძლო საყვარელი ადამიანის დაკარგვას. ორი შვილი ობოლი დარჩა. სამძიმარი ახლობლებს და მეგობრებო“, – წერს სიმაშკევიჩი.